ცნობილმა ბრიტანულმა გამომცემლობამ Palgrave Macmillan-მა “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის და Geocase-ის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ხელმძღვანელის ემილ ავდალიანის ახალი წიგნი გამოსცა.
მონოგრაფია მოიცავს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს ევრაზიაში დიდი ძალების გაზრდილი მეტოქეობის ფონზე. სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის უახლესი კვლევები ფოკუსირებულია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ან თითოეული რეგიონალური აქტორის (რუსეთი, თურქეთი და ირანი) კავშირებზე რეგიონის ერთ ან სამივე სახელმწიფოსთან.
რეგიონის ცვალებადი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გლობალური პერსპექტივიდან დანახვისთვის საუბარია აშშ-ჩინეთის მზარდი მეტოქეობის და ევრაზიაში ძალთა ბალანსის შეცვლის შესახებ; ასევე აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ყურადღების გადატანა ჩინეთის გამოწვევის შესაკავებლად.
თეორიული თვალსაზრისით წიგნში მოცემულია მსჯელობა, რომ რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური კონკურენცია ერგება დიდი ძალების დაპირისპირების გლობალურ მოდელს, როდესაც სამხედრო და ეკონომიკური გათვლები უბიძგებს რეგიონულ ძალებს გაზარდონ თავიანთი გავლენა უშუალო სამეზობლოზე.
წიგნი უკვე საერთაშორისო გაყიდვაშია და “ამაზონზე” იყიდება.