“ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ნათია ქარუმიძე ფულბრაიტის აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამის ფარგლებში 5 თვის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
პროგრამა მიზნად ისახავდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სასწავლო პროცესში მონაწილე პროფესორების მიერ ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთათვის კურიკულუმის/სილაბუსის განვითარების გამოცდილების გაზიარებასა და სასწავლო პროცესში მის დანერგვას, მიკრობიოლოგიის სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების განხილვას.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის 2021-22 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მიკრობიოლოგიის სასწავლო კურსზე დასწრების გარდა, ნათია ქარუმიძე ასევე მონაწილეობდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ოფთალმოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის მიმდინარე კვლევებში.