“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი “Third Way Project-ის” სასერტიფიკატო სასწავლო მოდულებს დაესწრნენ
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები და აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალი ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის მიერ დაფინანსებული ერაზმუს KA 2 პროექტ – “Third Way Project-ის” ფარგლებში შემუშავებულ სასერტიფიკატო ონლაინ სასწავლო მოდულებს დაესწრნენ.
“Third Way Project” დაინტერესებულ პირებს 8 სხვადასხვა სასწავლო მოდულს სთავაზობს, როგორებიცაა: ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგი და სოციალური მედია, პროექტის მენეჯმენტი, დაფინანსება და ტენდერი, მმართველობა და ლიდერობა, ზემოქმედების მართვა, მენეჯმენტი და ლიდერობა და ბიზნესის წამოწყება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა და აკადემიურმა / ადმინისტრაციულმა პერსონალმა წარმატებით დაასრულეს მათთვის არაერთი საინტერესო სასწავლო მოდული და ჯამში 40-მდე სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.
შეთავაზება მიმდინარეა, შესაბამისად, უფრო მეტ სტუდენტსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს ექნება შესაძლებლობა წარმატებით გაიზიაროს სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრაქტიკა და ცოდნა.