მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით, სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

jo-enis-sauniversiteto-hospitalshi-praqtikis-gavlis-miznit-studentebis-shesarchevad-konkursi-gamocxadda
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით, მედიცინის  ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

კონკურსის ფარგლებში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამიდან 10 სტუდენტი შეირჩევა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი მეილზე: studentscompetition@eu.edu.ge, 2022 წლის 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 17 ოქტომბერს.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

ა) GPA > 3.

ბ) სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსი (მე-5 სემესტრიდან მე-8 სემესტრის ჩათვლით).

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *