“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ალანიის უნივერსიტეტს” (თურქეთი) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
დოკუმენტზე ხელმოწერით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განვითარებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტი” და “ალანიის უნივერსიტეტი” ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო პროექტის – “ნელი ტურიზმის მენეჯმენტის” (STM) – ფარგლებში უკვე თანამშრომლობენ, აღნიშნული მემორანდუმი კი პროექტს მიღმა პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას ისახავს მიზნად.
“ალანიის უნივერსიტეტი” “ევროპის უნივერსიტეტისთვის” თურქეთში რიგით მესამე პარტნიორია.