სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” კარლ რაიმონდ პოპერის პოლიტიკური რეზოლუციის ფორმატით დებატები გაიმართება

evropis-universitetshi-karl-raimond-poperis-politikuri-rezoluciis-formatit-debatebi-gaimarteba

სამოქალაქო საზოგადოება ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის – CANSY, ევროპის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლებრივი დახმარების ცენტრთან ერთად, “ევროპის უნივერსიტეტის” სივრცეში კარლ რაიმონდ პოპერის პოლიტიკური რეზოლუციის ფორმატით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დებატებს მართავს.

დებატებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს და სტუდენტებს 16-დან 24 წლის ჩათვლით.

დებატები გაიმართება 14, 15 და 16 ოქტომბერს (15 და 16 ოქტომბერს “ევროპის უნივერსიტეტის” სივრცეში).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3VjfOyU

რეგისტაციის ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

გამარჯვებულები და საუკეთესო მომხსენებლები დაჯილდოვდებიან პარტნიორების მიერ დაწესებული ფასიანი პრიზებით.

დებატები ტარდება ალგეთის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის „უფლებები უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, ევროსაბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდის (EYF) ფინანსური მხარდაჭერით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *