“ევროპის უნივერსიტეტში”, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში, ემილ ავდალიანის წიგნის “New World Order and Small Regions. The case of South Caucasus” პრეზენტაცია გაიმართა.
“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორის ემილ ავდალიანის წიგნი ცნობილმა ბრიტანულმა გამომცემლობამ palgrave macmillan-მა გამოსცა.
აღსანიშნავია, რომ წიგნი უკვე საერთაშორისო ბაზარზეა და “ამაზონზე” იყიდება.
პრეზენტაციის ფარგლებში ავტორმა მიმოიხილა წიგნის შინაარსი და დამსწრე საზოგადოებას მასში განხილული მთავარი საკითხები გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიებას ექსპერტები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.