15 და 16 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” სივრცეში, კარლ რაიმონდ პოპერის პოლიტიკური რეზოლუციის ფორმატით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, დებატები გაიმართა.
დებატები “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლებრივი დახმარების ცენტრთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოება ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის – CANSY, ევროპის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
დებატებში მონაწილეობის მიღება შეძლეს მოსწავლეებმა და სტუდენტებმა 16-დან 24 წლის ჩათვლით.
პროექტის დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
გამარჯვებულები და საუკეთესო მომხსენებლები დაჯილდოვდნენ პარტნიორების მიერ დაწესებული ფასიანი პრიზებით.
დებატები ჩატარდა ალგეთის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის – „უფლებები უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, ევროსაბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდის (EYF) ფინანსური მხარდაჭერით.