15-19 მაისს “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტს “ევროპის უნივერსიტეტისა” და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩე ეწვია.
ერთი კვირის განმავლობაში პროფესორმა ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩემ სტუდენტებისთვის რეპროდუქციული სისტემისა და ნეიროფიზიოლოგიის მიმართულებით ლექცია/სემინარები ჩაატარა. თეორიულ კურსთან ერთად, სწავლების პერიოდში, აქტიურად იქნა გამოყენებული უახლესი მოდელის ანატომაჟი, რამაც სტუდენტების ჩართულობა და ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
პროფესორმა ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩემ სამუშაო შეხვედრები მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელთან და დარგის სპეციალისტებთანაც გამართა, სადაც ფიზიოლოგიის სწავლების თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები განიხილეს.