“ევროპის უნივერსიტეტსა” და “პანონიის უნივერსიტეტს” (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტი” და “პანონიის უნივერსიტეტი” ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო პროექტის – “ნელი ტურიზმის მენეჯმენტის” (STM) – ფარგლებში უკვე თანამშრომლობენ. მემორანდუმზე ხელმოწერით კი, მხარეები პროექტს მიღმა პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებაზე გამოთქვამენ მზადყოფნას.
“პანონიის უნივერსიტეტი” არაერთ ინოვაციურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ფლობს და რეგიონის წამყვან მულტიდისციპლინარულ უნივერსიტეტს წარმოადგენს.