საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

გამოცხადდა საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობა ხორვატიისა და ლატვიის უნივერსიტეტებში

“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს შესარჩევ კონკურსს სრულად დაფინანსებული საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ხორვატიისა და ლატვიის უნივერსიტეტებში.

მასპინძელი უნივერსიტეტი:

პარ საუნივერსიტეტო კოლეჯი (ხორვატია)
დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია)

სამიზნე სტრუქტურული ერთეული: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

მობილობის პერიოდი: 2022/2023 აკადემიური წელი

სასტიპენდიო შეთავაზება: სრულად დაფინანსებული

კვოტა: 2 (1-1)

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და “ევროპის უნივერსიტეტის” “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად:

1. გამოცდა ინგლისურ ენაში – დონე B2 (ორშაბათი, 5 დეკემბერი, 12:00 სთ)

2. ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია (ოთხშაბათი, 7 დეკემბერი, 15:00 სთ)

ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 2 გამარჯვებულ ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თანამშრომლებმა უნდა შეავსონ ინგლისურენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://www.surveymonkey.com/r/28KDMNL

საკონკურსო პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს”.

განცხადებების მიღება შეწყდება 3 დეკემბერს, 23:59 საათზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *