გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა თემით: „გენდერული თანასწორობა და ქალთა შრომითი უფლებები“.
შეხვედრა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა გახსნა. არაფორმალურ დასაქმებასა და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე დისკუსიას პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, თამარ სურმავა გაუძღვა. სემინარის ფარგლებში განხილული იყო დისკრიმინაციის არსი და დისკრიმინაციული მიდგომის აკრძალვის მნიშვნელობა, რომელზეც ევროპასა და აზიაში მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის რეგიონულმა კოორდინატორმა, თამარ გაბისონიამ ისაუბრა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანასწორობაზე შრომით ურთიერთობებში, ქალთა შრომასთან დაკავშირებულ გამოწევევებზე, დეკრეტული შვეულების პოლიტიკაზე, არაფორმალურ დასაქმებაზე და მასში ჩართულ ქალებზე.
დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თემამ სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის – „სამართალწარმოება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში, პროფკავშირების მიერ USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა–ის ხელშეწყობით.