საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ცნობილმა ამერიკელმა მოსამართლემ და ადვოკატმა “ევროპის უნივერსიტეტში“ საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენინგი ჩაატარეს

cnobilma-amerikelma-mosamartlem-da-advokatma-evropis-universitetshi-sertificirebuli-treningi-chaatares

ცნობილმა ამერიკელმა მოსამართლემ მარკ სპეისერმა და ადვოკატმა სისხლის სამართლის მიმართულებით რობერტ ტრაჩმანმა 5 და 6 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგი – “ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში” ჩაატარეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები, ასევე მოწვეული სტუმრებიც.

ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეები ძირითადად მოსამართლის და ადვოკატის კარიერით და მათი სამსახურეობრივი გამოცდილებით დაინტერესდნენ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ამერიკელ სტუმრებთან ერთად სერტიფიკატები “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა იოსებ კელენჯერიძემ გადასცეს.

სტუმრებმა “ევროპის უნივერსიტეტის” ხელმძღვანელებთან ცალკეული შეხვედრები გამართეს და უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მოსამართლე და ადვოკატი საქართველოში ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *