სხვა სიახლეები

ეროვნულ ბიბლიოთეკაში “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორის წიგნის “ევროკავშირის ინსტიტუტები” პრეზენტაცია გაიმართა

erovnul-bibliotekashi-evropis-universitetis-profesoris-wignis-prezentacia-gaimarta

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორის, ლევან მახაშვილის, წიგნის – “ევროკავშირის ინსტიტუტები” პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წიგნი “ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით გამოიცა და მასში ავტორი ევროკავშირის ყველა ძირითადი ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორიას, სტრუქტურას, ფუნქციებს და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს განიხილავს.

პრეზენტაცია “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორის ნინო ტალიაშვილის სიტყვით გაიხსნა. შეკრებილებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე და უმაღლესი სასწავლო დაწესებულების როლზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

პრეზენტაციის ფარგლებში ლევან მახაშვილმა  წიგნის შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მისი შინაარსი გააცნო.

წიგნი ეყრდნობა როგორც თანამედროვე აკადემიურ და ოფიციალურ წყაროებს, ისე ავტორის პირად პროფესიულ გამოცდილებას და დაკვირვებებს. “ევროკავშირის ინსტიტუტები” განკუთვნილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური საქმიანობისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების აქტივობებისთვის.

წიგნი “ევროკავშირის ინსტიტუტები” შემუშავებულია ერასმუს პლიუსის ჟან მონეს მოდულის – “ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი“ (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) ფარგლებში. მოდულს ახორციელებს “ევროპის უნივერსიტეტი”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *