სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტურმა თვითმმართველობამ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩია

evropis-unversitetis-studenturma-tvitmmartvelobam-prezidenti-da-vice-prezidenti-airchia

12 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველობის ელექტრონული არჩევნები გაიმართა.

პროცესი გამჭირვალედ და სამართლიანად წარიმართა.

სტუდენტური თვითმმართველობის კანდიდატთა შერჩევაში მონაწილეობა ჯამში “ევროპის უნივერსიტეტის“ 441-მა სტუდენტმა მიიღო.

არჩევნების შედეგად, კანდიდატთა შორის კვოტები ყველა ფაკულტეტზე თანაბრად გადანაწილდა.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები 19 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” ელექტრონული არჩევნების წესით დადგენილი პროტოკოლის მიხედვით გაიმართა.

ელექტრონული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თვითმმართველობის პრეზიდენტი – სამართლის, განათლების, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი კახა ფუტკარაძე.

თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი კი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ გიორგაძე გახდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *