“ევროპის უნივერსიტეტს” ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტის (პოლონეთი), იიჰლავას პოლიტექნიკური კოლეჯის (ჩეხეთი) და პანონიის უნივერსიტეტის (უნგრეთი) წარმომადგენლები ეწვივნენ.
სამუშაო ვიზიტით მყოფი შვიდი პროფესორი “ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსს, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც აკადემიური კოლაბორაციების, ისე საერთაშორისო მობილობის მიმართულებით. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ერაზმუს+ ფარგლებში და მის მიღმა საპროექტო განაცხადების მომზადებას, სხვადასხვა სახის ექსტრაკურიკულარულ აქტივობებსა და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა სტუმრებმა „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული კორპუსი, ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი და იმიტირებული სასამართლო დარბაზი დაათვალიერეს.
„ევროპის უნივერსიტეტს“ პოლონელი, ჩეხი და უნგრელი პროფესორები ეწვივნენ
18
May