“ევროპის უნივერსიტეტი“ ფსიქოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის დარგის აქტუალურ და ყველაზე საინტერესო თემებზე საჯარო ლექციების სერიას იწყებს.
12, 15, 18 და 25 მარტს მე-12 კლასის მოსწავლეებს გიწვევთ უნივერსიტეტის მედიცინის კორპუსში (მის: სარაჯიშვილის ქ. #17) დარგის პროფესიონალ და პრაქტიკოს ლექტორებთან შესახვედრად, რომლებიც ისაუბრებენ ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა:
- ფსიქოლოგიისა და ფსიქოლოგის როლი სამხედრო სამსახურში – გაეცნობით რა გამოწვევები აქვთ სამხედრო მოსამსახურეებს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, რა მიმართულებით მუშაობენ ფსიქოლოგები თავდაცვის სისტემაში საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე გაიგებთ რა გამოწვევები და გადაჭრის გზები არსებობს საქართველოს თავდაცვის სისტემაში.
- საგამოძიებო ინტერვიუ და ფსიქოლოგის როლი – შეიტყობთ თუ რა არის საგამოძიებო ინტერვიუს არსი, გამოკითხვის როგორი მეთოდოლოგია არსებობს და რა სახით ერთვება ფსიქოლოგი საგამოძიებო ინტერვიუს სხვადასხვა ეტაპზე.
- ემოციური ინტელექტი და მისი როლი. ტრავმა, როგორც პიროვნული ზრდის ფენომენი;
- მანიპულაცია მედიაში გავლენის იარაღების გამოყენებით;
- მიჯაჭვულობის როლი სოციალურ ურთიერთობებში;
- კოგნიტური უნარების შეფასება და განვითარება ჩვენს რეალობაში – არაფორმალური შეფასების მეთოდებით აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა თავის თავზე შეაფასონ ყურადღების, მეხსიერების, აღქმის და აზროვნების უნარები.
დეტალური განრიგი ლექციების დროებისა და თარიღების მითითებით იხილეთ აქ.
სასურველ საჯარო ლექციაზე დასასწრებად საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3YYLjj6
კონკრეტულ თემაზე დასასწრებად რეგისტრაცია შესაძლებელია ლექციის თარიღამდე არაუგვიანეს ორი დღისა.