1 მარტს, 16:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური კლუბების სივრცეში სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის კარიერული მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასს „ევროპის უნივერსიტეტის“ პარტნიორი კომპანიის, HRM სააგენტო Hiro-ს ხელმძღვანელი და წამყვანი HR სპეციალისტები, გაუძღვნენ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი თემები:
- როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები კარიერაში;
- რა არის საჭირო რომ ვიყოთ სასურველი კანდიდატი;
- როგორ შევადგინოთ რეზიუმე;
- რა უნდა გავითვალისწინოთ გასაუბრების დროს;
- რომელი არხების საშუალებით უნდა ვეძებოთ სამსახური;
- როგორ ავარჩიოთ სწორი კომპანია და დამსაქმებელი.
დასკვნით ნაწილში სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება, დაესვათ კითხვები, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელმა და წამყვანმა HR სპეციალისტებმა უპასუხეს.