საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

საერთაშირისო ურთიერთობების სტუდენტმა გიგი გიორგობიანმა რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდია მიიღო

gigi-giorgobiani

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე 2022-2023 წლის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტის ვინაობა ცნობილია. პირველკურსელი სტუდენტი გიგი გიორგობიანი რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდიას უკვე მეორედ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “ევროპის უნივერსიტეტის” პარტნიორი ორგანიზაციის რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის მიერ ყოველსემესტრულად, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების ერთ სტუდენტს ყოველთვიური სტიპენდია ენიშნება.

“ევროპის უნივერსიტეტი” მადლობას უხდის რამაზ ლომინაძის ფონდს სტუდენტების ფინანსური წახალისებისა და მხარდაჭერისთვის და ულოცავს გიგი გიორგობიანს კიდევ ერთ წარმატებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *