ვეტერინარიის ინტეგრირებული პროგრამა

რატომ ევროპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა?

ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა 2022-2023 სასწავლო წელს. პროგრამაზე სწავლება 5 წლიანია. 

პროგრამა უნიკალურია ბაზარზე არსებულ პროგრამებს შორის, რადგან იგი შემუშავებულია ვეტერინარიის დარგობრივი  მახასიათებლების შესაბამისად და მისი შინაარსი ითვალისწინებს ევროპის უნივერსიტეტის მისიას, დარგის სპეციფიკას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კონტექსტში, ქართული და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის ტენდენციებს ვეტერინარიის სფეროში. 

პროგრამა მოიცავს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტებს. ინგლისური ენის სასწავლო კურსების შესწავლა იწყება ინგლისური ენის ნებისმიერი დონიდან და სრულდება დარგობრივი ინგლისურის შესწავლით. 

სტუდენტის პრაქტიკული და კლინიკური კომპეტენციების შესაფასებლად პრეკლინიკურ და კლინიკურ სასწავლო კურსებში დაინეგა OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა) და OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) შეფასების მეთოდები. 

კლინიკური პრაქტიკა ტარდება მერვე სემესტრში და ითვალისწინებს სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე კლინიკური უნარების განმტკიცებას. საწარმოო პრაქტიკა ტარდება მეათე სემესტრში, რომლის ამოცანაა შეასწავლოს სტუდენტებს ვეტერინარული დარგის  პრაქტიკული სამუშაოების ჩატარების, ანალიზის, ინფორმაციის დამუშავების, დიაგნოზის დასმის, მკურანალობისა და პროფილაქტიკის უნარ-ჩვევები სილაბუსით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში.

პრაქტიკული კომპონენტი განხორციელდება დაწესებულებში, რომლებთანაც ევროპის უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. 

პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სამეცნიერო კომპონენტის შესრულებას, რომელიც სტუდენტს უვითარებს საკვლევი თემის/საკითხის და კვლევის მეთოდების შერჩევის, სამუშაოების დაგეგმვის, მართვის, კვლევის  ჩატარების, შედეგების ანალიზის და დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევებს, რომლებსაც გამოიყენებს იგი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად  და  ახალი სამეცნიერო თეორიული-პრაქტიკული ღირებულების ნაშრომის შესაქმნელად.

პროგრამის ხელმძღვანელი

ნინო მილაშვილი

milashvili.nino@eu.edu.ge

მაია კერესელიძე

maia.kereselidze@eu.edu.ge

მიმაგრებული ფაილები

pdf-iconსასწავლო გეგმა

pdf-iconპროგრამა