ლარისა მელია „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკად.ო.ღუდუშაურის კლინიკის მეან-გინეკოლოგი და გინეკოლოგიური განყოფილების გამგეა.
ლარისა მელია ფასილიტატორის, ორგანიზატორისა და მონაწილის რანგში ჩართულია სხვადასხვა ტრენინგ-კურსებსა თუ სემინარებში, როგორებიცაა:
- „თანამედროვე მიდგომები ურგენტული გინეკოლოგიის პრაქტიკაში“ – კარლ შტორცის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი
- „რეპროდუქტოლოგიური და ქირურგიული გინეკოლოგიის სიახლეები“ – საქართველოს გაერთიანებული ენდოსკოპისტთა ასოციაცია
- „საქართველოს მეან-გინეკოლოგ-პერენატოლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესი“ – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
- „დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის საკითხები“ – შიდსის მალარიას და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტი
მან მოხსენება წარადგინა 2016 წელს თემაზე “ვულგარული პემფიგუსი” მაასტრიხში, პერინატალური მედიცინის მე-17-ე კონგრესზე, 2017 წელს დედისა და ნაყოფის მსოფლიო პირველ კონგრესზე, ლონდონში – „ვოლფრამის სინდრომი და წარმატებული ორსულობა“ და თბილისში, ამიერკავკასიის კონგრესზე „დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენება სამეანო პრაქტიკაში“.
ლარისა მელიას სახელთან დაკავშირებულია არაერთი ნაშრომი, კვლევა თუ სტატია, რომელიც პრესტიჟულ უცხოურ და ადგილობრივ ჟურნალებშია გამოქვეყნებული.