“ევროპის უნივერსიტეტს” და “ლატვიის კულტურის აკადემიას” (ლატვია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტების თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.
“ლატვიის კულტურის აკადემია” 1990 წლიდან არის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტი ხელოვნების დარგში.