სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტმა მასტერკლასების სერია გამართა

სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, “ევროპის უნივერსიტეტში” მასტერკლასების სერია გაიმართა. ღონისძიება 12, 13 და 14 მაისს მიმდინარეობდა და მას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ.

მოწვეული უცხოელი ტრენერები იყვნენ: მოსამართლე მარკ სპეისერი (ფლორიდა, აშშ) და ადვოკატი რობერტ ტრეჩმანი, (ფლორიდა, აშშ). ღონისძიების ფარგლებში განიხილეს შემდეგი თემები: ჩხრეკის თავისებურებები, ბრალდებულის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენების კანონიერად დასაშვებობა სისხლისსამართლებრივი დევნის დროს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციურ უფლებაზე – შეკრების თავისუფლებაზე. აღნიშნულ თემებზე სტუმრებმა ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს ქართველ სტუდენტებს.

მსმენელთა თხოვნით განხილულ იქნა აგრეთვე სიკვდილით დასჯა აშშ-ში.

მოსამართლე მარკ სპეისერმა ქართველ სტუდენტებთან საკუთარი გამოცდილებიდან სიკვდილით დასჯის პრაქტიკულ მაგალითებზე ისაუბრა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *