ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა

რატომ ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?

ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაში ასახულია ადგილობრივი თუ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმატებული გამოცდილება. სასწავლო კურსებს უძღვებიან პროფესიონალი ლექტორები, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელები, სასტუმროს მენეჯერები, პროფესიონალი გიდები და მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტები.

დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ერთის მხრივ ბიზნესისა და მენეჯმენტის ტრადიციული სფეროების, მეორეს მხრივ  ტურიზმის ინტერდისციპლინური სფეროების სწავლებას. პროგრამა ითვალისწინებს ტურიზმის დარგის სწრაფ განვითარებასა და ცვლილებებს.

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დარგობრივი ინგლისური ენის კომპონენტის შესწავლას, აგრეთვე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დაეუფლონ სასურველ მეორე უცხო ენას. 

ევროპის უნივერსიტეტში შექმნილია ტურიზმის პროგრამისათვის შესაფერისი სიმულაციური გარემო, ლაბორატორია აღჭურვილია ტექნოლოგიური სისტემებით, ტურისტული ინვენტარით, რუკებით და სახელმძღვანელოებით, რაც ხელს უწყობს სტუდენტს გაიღრმავოს ცოდნა, განიმტკიცოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ზოგადი კომპეტენციები. ამასთანავე, ტურიზმის ცენტრი ეხმარება სტუდენტებს ჩაერთონ მიმდინარე კვლევით საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებში.

პროგრამის სავალდებულო კომპონენტია პროფესიული პრაქტიკა, რომლის ფარგლებში სტუდენტები გადიან პრაქტიკა/სტაჟირებას კონკრეტულ ტურისტულ ორგანიზაციებში და სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებას ასრულებენ, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და შემდგომი დასაქმების პერსპექტივას მნიშვნელოვნად ზრდას. პროგრამა თანამშრომლობს ქართულ წამყვან ტურისტულ ორგანიზაციებთან, ტურისტულ ცენტრებთან და სასტუმროებთან.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ ინოვაციური სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სასერტიფიკატო კურსებს. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებს, სასერტიფიკატო სასწავლო კურსებს, რომლებსაც უძღვებიან ევროპიდან და ამერიკიდან მოწვეული ექსპერტები. მნიშვნელოვანია პროგრამის საერთაშორისო თანამშრომლობა სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში.

პროგრამას აქვს სრული წვდომა საუკეთესო საბიბლიოთეკო ფონდთან, სამეცნიერო და პუბლიცისტურ ლიტერატურასთან და ელექტრონულ რესურსებთან.


პროგრამის ხელმძღვანელი

მაია აზმაიფარაშვილი

მიმაგრებული ფაილები