ინფორმატიკა

რატომ ევროპის უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა?

ევროპის უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს, კერძოდ:

  • პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება - სასწავლო კურსებში პრაქტიკული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული დიდი დრო სტუდენტს საშუალებას აძლევს განივითაროს პრაქტიკული უნარები;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება - სასწავლო კურსები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვა/შემუშავება/გავნითარებისთვის აუცილებელ ყველა თანამედროვე მიდგომას და ტექნოლოგიებს;
  • რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა - სტუდენტს საშუალება აქვს ჩაერთოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ რეალურ სამუშაო გარემოში, გაიაროს სტაჟირება, გაიმყაროს მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში;
  • საერთაშორისო თუ ადგილობრივ ოლიმპიადებში, ჰაკათონებში, შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა პროგრამირებაში - უნივერსიტეტი ჩართლია ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე პროგრამირებაში ოლიმპიადების ორგანიზების საკითხში, ჰყავს პროგრამირებაში საოლიმპიადო გუნდი, მიმდინარეობს პროგრამირებაში გუნდის გადამზადების უწყვეტი პროცესი;
  • პროგრამაში ჩართულ პერსონალს აქვს პროგრამული ინჟინერიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, უმეტესობა მოქმედი დეველოპერი, პროგრამისტი ან ტექნოლოგიური პროექტის მენეჯერია, მათ აქვთ საშუალება დაასაქმონ დაინტერესებული და მოტივირებული სტუდენტები;
  • სასწავლო კურსებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური კადრები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ინფორმატიკის დარგში;
  • პროგრამა ეხმაურება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად განსაკთურებით აქცენტირებულია ინგლისური ენისა და პროფესიული ინგლისურის სწავლება. გაძლიერებულია დარგობრივი ინგლისურის შესწავლა;
  • სტუდენთა ინტერესებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესაბასად უნივერსიტეტი მუდმივად მასპინძლობს დარგის სპეციალისტებს საჯარო ლექციებზე, პანელურ დისკუსიებზე, სადაც მოწვეული სტუმრები სტუდენტებთან ერთად მსჯელობენ აქტუალურ საკითხებზე;
  • ფაკულტეტზე იმართება სტუდენტური კონფერენცია, სადაც გამარჯვებულებისთვის დაწესებულია პრიზები; 

ინფორმატიკის პროგრამის კურდამთავრებულები არიან კონკურენტუნარიანები - 90%-ზე მეტი დასაქმებულია პროფესიით კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებში;

საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებულია  თანამშრომლობის მემორანდუმები. სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;

უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონილებს სპეციალიზირებული ლაბორატორია EU LAB, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ შეიმუშაონ თავიანთი იდეის შესაბამისი პროგრამული უზრუვნელყოფის, ვებ გვერდი ან მობილური აპლიკაცია,  სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ საკუთარი იდეების სტარტაპირება.


პროგრამის ხელმძღვანელი

ბესიკი ტაბატაძე

მიმაგრებული ფაილები