სამართალის საბაკალავრო პროგრამა

რატომ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა?

ევროპის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა სრულად შეესაბამება თანამედროვე ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. სასწავლო კურსებს უძღვებიან პროფესიონალი ლექტორები, მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები.

სამართლის საბაკალავრო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დარგობრივი ინგლისური ენის კომპონენტს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩააბარონ საერთაშორისო სამართლებრივი ინგლისურის გამოცდა (ILEC).

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამაში სავალდებულო კომპონენტია იურიდიული პრაქტიკა, რომლის ფარგლებში სტუდენტები კონკრეტულ საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში მუშაობენ და სხვადასხვა პრაქტიკულ ამოცანას ასრულებენ.

პროგრამაში ექსტრაკურიკულურად შეთავაზებულია სამართლებრივი დახმარების ცენტრის კომპონენტი, რომლის საშუალებითაც სტუდენტები უშუალოდ ემსახურებიან რეალურ კლიენტებს,  ადგენენ დოკუმენტებს, გასცემენ სამართლებრივ რეკომენდაციებს და ა.შ. სამართლებრივი დახმარების ცენტრის შექმნიდან დღემდე, ცენტრი არაერთ დაინტერესებულ პირს მოემსახურა, სასამართლოში,არაერთ საქმეზე მოიპოვა გამარჯვება  მათ შორის, გასულ წელს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცენტრის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ ფაკულტეტზე არსებული სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებს. ინსტიტუტი სამართლის სფეროში ახალი ცოდნის გენერირების მიზნით, ყოველ წელს ატარებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სერტიფიცირებულ სასწავლო კურსებს. კურსებს უძღვებიან ევროპიდან და ამერიკიდან მოწვეული ექსპერტები, მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, პროფესორები, პირები, რომლებიც სამართლის სფეროში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. კურსების თემატიკა განისაზღვრება მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პროცესებისა და მსმენელთა ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ინსტიტუტი ეხმარება სამართლის სტუდენტებს ჩაერთონ მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებში.

საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირება უცხოეთში, მათ შორის მაიამის (აშშ) სასამართლოში, რაც მათ კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად განაპირობებს.


პროგრამის ხელმძღვანელი

პროგრამის თანახელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

მიმაგრებული ფაილები