ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი
სამსახურის შესახებ
ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო და საგამომცემლო მიზნით 2017 წლის 22 ოქტომბერს შეიქმნა.
მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი მდებარეობს გურამიშვილის N76-ში, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მეხუთე სართულზე და გათვლილია 32-34 სტუდენტ/დამთვალიერებელზე.
ექსპოზიცია შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან:
- ევროპის უნივერსიტეტის ისტორია.
- არქეოლოგიური სიძველეების კოლექციები.
მუზეუმის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებებია:
- ახალი კოლექციების ორგანიზება საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობის გაფართოება-გაუმჯობესების მიზნით.
- კოლექციების აღრიცხვა-დაცვა, კლასიფიკაცია და სისტემატიზაცია.
- კოლექციების კვლევა.
- სამუზეუმო სივრცეში დაცული კოლექციებისა თუ ცალკეული არტეფაქტების პუბლიკაცია/პოპულარიზაცია.
ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატები მოიცავს არა მხოლოდ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპოზიციის მიერ მოპოვებულ/გამოვლენილ არტეფაქტებს, არამედ უნივერსიტეტის მიერ შეძენილ ან საჩუქრად გადმოცემულ მასალებსაც (სკულპტურა, ნუმიზმატიკა, ძვირფასი ლითონების/თვლების შემცველი ან მისგან დამზადებული ექსპონატები, კერამიკა, მემორიალური ნივთები, წერილობითი მასალები, ფოტომასალა და სხვ.).
მუზეუმი ღიაა: სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 11:00 - 17:00 საათებში.
თანამშრომლები
- ალექსანდრე ნონეშვილი
- ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის უფროსი
- 2 000 171 (105)
- aleksandre.noneshvili@eu.edu.ge
- მადონა მშვილდაძე
- ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ფონდების მცველი
- madona.mshvildadze@eu.edu.ge
- მიხეილ შაველაშვილი
- ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი
- shavelashvilimisha@gmail.com