სოფიო ხუნდაძე
ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით
სოფიო ხუნდაძე ხარისხის განვითარების მიმართულებით ვიცე-რექტორის პოზიციას ევროპის უნივერსიტეტში 2020 წლიდან იკავებს. იგი ამასთანავე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი ფინანსების მიმართულებით და ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით.
სოფიო ხუნდაძემ 2010 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთანავე, იგი ფლობს სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) დიპლომს ბუღალტრულ აღრიცხვასა და ბიზნესში.
ის არის სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის ერთი მონოგრაფიის, ავტორი (გამომცემლობა VDM Verlag Dr. Muller, გერმანია) და რეფერირებული სამეცნიერო, პროფესიული ჟურნალების (Pinnacle Business Management (ISSN: 2360-946X), Pinnacle Economics and Finance (ISSN: 2360-9486), Journal of Modern Accounting and Auditing (ISSN: 1548-6583) რეცენზენტი.
სოფიო ხუნდაძე არის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და ასევე, ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი, ამასთანავე, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განათლების კომიტეტის და განგრძობითი განათლების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
Სამუშაო გამოცდილება:
- 2020 წლიდან ვიცე-რექტორი ქუთაისის უნივერსიტეტში ხარისხის განვითარების მიმართულებით
- 2019 წლიდან ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი
- 2017 წლიდან საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი
- 2019 – 2020 ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი კავკასიის უნივერსიტეტში
- 2018 – 2019 საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ევროპის უნივერსიტეტში
- 2013 – 2018 საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
კონტაქტი: skhundadze@eu.edu.ge