სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” ვეტერინარიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ვორკშოპები გაიმართება

veterinariis-vorkshopi

13 და 20 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტი“ აბიტურიენტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით ვეტერინარიის ვორკშოპების მორიგ სერიას გამართავს.

გარდა უნივერსიტეტის და პროგრამის უპირატესობების გაცნობისა, აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ქიმიის სახალისო ცდებში, ცხოველებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის მეთოდების სიმულაციურ სამუშაოებში და ინტუბაციის ჩატარების ტექნიკების შესწავლაში.

ღია კარის დღეს გაუძღვებიან სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, მაია კერესელიძე, ვეტერინარიის ინტეგრირებული პროგრამის ხელმძღვანელი ნინო მილაშვილი, მოწვეული ლექტორები – ანტონინა მსხილაძე, ეთერ ჭაჭუა -და „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტები.

დღის წესრიგი (13, 20 მაისი):

12:00 – 12:15 კამპუს ტური და ვეტერინარიის პროგრამის მიმოხილვა

12:15 – 12:30 ხელოვნური განაყოფიერების მანიპულაცია მულაჟის გამოყენებით

12:30 – 13:15 ცხოველისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის მეთოდების სიმულაცია

13:15 – 13:30 ინტუბაციის ჩატარების ტექნიკები

13:30 – 14:00 ქიმიის სახალისო ცდები: „სპილოს ხორთუმი“, „ვულკანი მაგიდაზე“, „ქიმიური საათი“, „ოქროს წვიმა“, „ქიმიური ცისარტყელა“ და ა.შ.

ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი N76, მეოთხე სართული, a403 აუდიტორია.

ვეტერინარიის ვორკშოპების სერიაზე დასწრების მსურველი აბიტურიენტები დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/3pbzrgy

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *