დასაქმება და კარიერული განვითარება

ევროპის უნივერსიტეტში დასაქმებაზე და კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი. 

ევროპის უნივერსიტეტი თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. ჩვენს პარტნიორებს და, შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების/კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებს, სფეროში წარმატებული კომპანიები და ორგანიზაციები წარმოადგენენ.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტუდენტი /კურსდამთავრებული იყოს წარმატებული, შესაბამისად:

  • ვეხმარებით მათთვის სასურველი სამსახურის შერჩევაში;
  • ჩვენი პარტნიორები მათი პოტენციური დამსაქმებლები არიან;
  • ხელს ვუწყობთ დასაქმებისთვის საჭირო უნარების და კომპეტენციების განვითარებაში;
  • პარტნიორ კომპანიებთან და დარგის ცნობილ სპეციალისტებთან ერთად ვაროგანიზებთ საჯარო ლექციებს, ვორკშოპებს და მასტერკლასებს;

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს ნებისმიერ დროს, ინდივიდუალურად შეუძლია ისარგებლოს კარიერული კონსულტანტის მომსახურებით კარიერული განვითარების ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: რეზიუმეს შედგენა, სამოტივაციო წერილის შედგენა, მომზადება გასაუბრებისთვის და სამუშაო გარემოსთან ადაპტირება. მომსახურების მისაღებად, სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 000 171 (134) და ჩაეწეროს კონსულტაციაზე.