“ევროპის უნივერსიტეტის” პრორექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი ბედიანაშვილი ინფორმაციის თეორიისა და პროგრამების ინსტიტუტის (ITHEA) საერთაშორისო ინდექსირებადი ჟურნალის -„ინფორმაციული ტექნოლოგიები და ცოდნა“ სარედაქციო კოლეგიის წევრებად აირჩიეს.
აღნიშნული მნიშვნელოვანი მოვლენაა „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისათვის. ამასთან, ეს ახალი შესაძლებლობაა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, იმისთვის, რომ შედგომშიც აწარმოონ სეართაშორისო სამეცნიერო კვლევები და მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ აქტივოვებში.
„ევროპის უნივერსიტეტის“ კოლექტივი და სტუდენტები ვულოცავთ უნივერსიტეტის პროფესორებს ამ წარმატებას და შემდგომშიც ვუსურვებთ მათ ასეთი აღიარების მოპოვებას!