სხვა სიახლეები

იმ აბიტურიენტების საყურადღებოდ, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს!

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს მიღებას იმ აბიტურიენტთათვის, რომლებსაც მხოლოდ სკოლის ატესტატი აქვთ, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახული არ აქვთ!

გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და შეცდომაში შეჰყავს დაინტერესებული პირები! “ევროპის უნივერსიტეტში” მოსახვედრად, აბიტურიენტმა უნდა დააკმაყოფილოს კანონმდებლობის მოთხოვნები. შესაბამისად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მან აუცილებლად უნდა გადალახოს!

დამატებით ინფორმაციას გაეცანით აქ: http://eu.edu.ge/uploads/cnobari.pdf

ასევე შეგახსენებთ, რომ “ევროპის უნივერსიტეტის” პირველ, მეორე ან მესამე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, 2250 ლარის ნაცვლად, 1575 ლარად ისწავლით! თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი არჩევანი!

“ევროპის უნივერსიტეტი” – მიიღე ევროპული განათლება საქართველოში!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *