საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ბერლინის ენის აკადემიამ “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

2017 წლის 7-17 აგვისტოს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ბერლინის ეკინის აკადემიაში ინგლისური ენის ინტენსიური კურსი გაიარეს, კურსის დასასრულს კი აკადემიამ მათ საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა. ტურის ფარგლებში, სტუდენტებს უტარდებოდათ ლექციები ინგლისურ ენაში, თავისუფალ დროს კი ისინი ბერლინის ღირსშესანიშნაობების სანახავად დადიოდნენ.

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები ბერლინში მას შემდეგ გაემგზავრნენ, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურმა მათ ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება შესთავაზა იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები ბერლინის ენის აკადემიაში წაეყვანა. კონკურსის მეშვეობით, სულ 6 სტუდენტი შეირჩა, ხოლო უნივერსიტეტმა ორგანიზება გაუწია, როგორც მათ გამგზავრებასა და დაბინავებას, ასევე ბერლინში კულტურული პროგრამის განხორციელებასაც.

პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული, ზუკა დანელია, გვიყვება, რომ ბერლინის ენის აკადემიის ინგლისური ენის ლექტორი სასიამოვნო ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია, თავად კურსები კი ინფორმაციულია და თითოეულ სტუდენტს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. მისივე თქმით, თავისუფალ დროს სტუდენტები ბერლინის ქუჩებსა და მუზეუმებში ატარებენ, ესწრებიან ადგილობრივ კონცერტებსა და ფესტივალებს. გარდა ამისა, სტუდენტთა ჯგუფმა მოინახულა გერმანიის ისტორიის მუზეუმი, სადაც გერმანიის უძველესი ქანდაკებები, საბრძოლო იარაღი, მონეტები, ნახატები და სხვა ექსპონატებია გამოფენილი.

“ევროპის უნივერსიტეტი” მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია სტუდენტების ცოდნის გაღრმავებისა და მათთვის სტიმულის მიცემის მიზნით. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ საუკეთესო სტუდენტების კონკურსის წესით გამოვლენასა და მათთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ენის კურსების ორგანიზებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *