სხვა სიახლეები

პირველკურსელთა მიერ დასმული ყველა კითხვის პასუხი ერთად!

  1. როდის იწყება #ევროპისუნივერსიტეტში სწავლა? 25 სექტემბერს.
  2. რა ვადებშია შესაძლებელი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა? 28 აგვისტოდან 8 სემტემბრის ჩათვლით.
  3. რა საბუთები უნდა წარმოვადგინო ადმინისტრაციული რეგისტრაციისას? პირადობის მოწმობის ასლი, ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან დედანი, სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟების შემთხვევაში), ფოტოსურათი 3×4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული ვერსია CD დისკზე.
  4. როდის და როგორ გავიარო აკადემიური რეგისტრაცია/გავაფორმო ხელშეკრულება? 11 ან 12 სექტმბერს გურამიშვილის გამზ, #76-ში უნდა მობრძანდეთ. თან უნდა იქონიოთ სწავლის წლიური საფასურის 1/4-ის გადახდის ქვითარი. გააფორმებთ ხელშეკრულებას და შეძლებთ საგნების არჩევას.
  5. შევძლებ თუ არა ხელშეკრულების გაფორმებას იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ვარ? ასეთ შემთხვევაში, აკადემიური რეგისტრაციის ეტაპზე, თან უნდა გახლდეთ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
  6. როგორ ვირჩევ საგნებს? თანხის გადახდისა და აკადემიური რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენსა და #ევროპისუნივერსიტეტს შორის გაფორმდება ხელშეკრულება. ამის შემდეგ, სისტემა – emis.eu.ini.ge – ში მოგენიჭებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, საიდანაც შეძლებთ საგნების არჩევას. თუმცა, აკადემიური რეგისტრაციის დროსაც, შესაბამის კონსულტაციას მიიღებთ.
  7. რამდენია სწავლი წლიური გადასახადი? იყოფა თუ არა ეს თანხა რამდენიმე ნაწილად? ის სტუდენტები, რომლებმაც #EU პირველ, მეორე ან მესამე პრიორიტეტად აირჩიეს, წელიწადში 1575 ლარს იხდიან, დანარჩენები – 2250 ლარს. სწავლის წლიური საფასურის გადახდა 4 თანაბარ ნაწილადაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე სოციალურად დაუცველთათვის რაიმე სპეციალური შეთავაზება არ გვაქვს.
  8. სად უნდა გადავიხადო სწავლის საფასური? საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში უნდა წარმოადგინოთ: შპს “ევროპის უნივერსიტეტი”, ს/კ:201954956, ა/ა GE87BG0000000347729500, ბანკის კოდი: BAGAGE22.
  9. ინგლისურ ენის ცოდნის დასადგენად, როდის ჩამიტარდება ტესტირება? 11 ან 12 სექტმებრს, მას შემდეგ, რაც აკადემიური რეგისტრაციას გაივლით.
  10. როდის გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელთათვის? ადმინისტრაციული რეგისტრაციისას, სპეციალობის შესაბამისად, განგესაზღვრებათ საორიენტაციო შეხვედრის თარიღი.
  11. როგორ დაგიკავშირდეთ? #ევროპისუნივერსიტეტის შენობა გურამიშვილის გამზირზე, 76 ნომერში, გურამიშვილის მეტროს მიმდებარედაა. ტელ: 2 000 171; eu.edu.ge.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *