“ევროპის უნივერსიტეტის” კონკურსის გამარჯვებული, რომელიც პოლონეთის “დობროვა გორნიცას უნივერსიტეტის” საზაფხულო აკადემიაში 15-23 სექტემბერს გაემგზავრება, ქეთი ხითარიშვილი გახდა. აკადემიაში გამართული კურსის ფარგლებში, მას საშუალება ექნება ლექციები შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების შესახებ მოისმინოს.
პოლონეთის “დობროვა გორნიცას უნივერსიტეტისა” და “ევროპის უნივერსიტეტის” შეთანხმებით, 6 სექტემბერს გამართული კონკურსის მეშვეობით, მხოლოდ ერთი სტუდენტი უნდა გამოვლენილიყო, რომელიც ინგლისური ენის ცოდნის ყველაზე მაღალ შედეგს გამოავლენდა. შერჩეულ კანდიდატს სრულად დაუფინანსდება ტრენინგში მონაწილეობის, საერთო საცხოვრებლის, კრაკოვში ექსკურსიისა და ყოველდღიური ლანჩის ხარჯები. შერჩეულ სტუდენტს მხოლოდ მგზავრობის თანხის გადახდა მოუწევს.
“ევროპის უნივერსიტეტი” ქეთი ხითარიშვილს კონკურსში გამარჯვებას ულოცავს, კონკურსის სხვა მონაწილეებს კი შემდგომ წარმატებებს უსურვებს!