სხვა სიახლეები

8 თებერვალს ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტების პრაქტიკის ანგარიშის მოსმენა გაიმართა

tebervals-psikologiis-programis-studentebis-praktikis-angarishis-mosmena-gaimarta

2010 წლის 8 თებერვალს, ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტების პრაქტიკის ანგარიშის მოსმენა გაიმართა. აღნიშნულმა სტუდენტებმა სასწავლო პრაქტიკა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტში, რა მიზნითაც ჩართულნი იყვნენ შესაბამის პრაქტიკულ აქტივობებში და წარმატებით დაასრულეს კურსი.

სხდომას ესწრებოდნენ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – იოსებ კელენჯერიძე, მისი მოადგილე – კახაბერ გოშაძე და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილების უფროსი გიორგი გერგაული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *