ევროპის უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია ჯასთის ლიგს შორის მემორანდუმი გაფორმდა
09
Feb
2019 წლის 8 თებერვალს ევროპის უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია ჯასთის ლიგს (Justice League) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას და მიიღებენ პრაქტიკას აღნიშნულ კომპანიაში. გარდა ამისა, იურიდიული ფირმა ჩაერთვება სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელებასა და განვითარებაშიც.