საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა სასწავლო კურსი ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიარეს

evropis-universitetis-propesorebma-sascavlo-kursi-harvardis-universitetshi-gaiares

2018 წლის 8-12 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები გოჩა თუთბერიძე და ამავე ფაკულტეტის დეკანი თორნიკე ხოშტარია იმყოდებოდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჰარვარდის სასწავლო კურსის „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა“ გავლის მიზნით. აღნიშნული კურსის გავლა პროფესორებს საშუალებას აძლევს ის ევროპის უნივერსიტეტში დანერგონ და შესაბამისი სასწავლო მასალები სასწავლო პროცესსა და კვლევაში გამოიყენონ.

გარდა ამისა, 2018 წელს ევროპის უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის (MOC) აფილირებული წევრი გახდა,  რაც უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს ჰარვარდის სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია გამოიყენოს.

MOC  აფილირებული  ქსელი 2002 წელს, ორ აფილირებულ  ინსტიტუტთან  ერთად – INCAE (ნიკარაგუა)  და სტოქჰოლმის ეკონომიკის  სკოლა (ლატვიაში) შეიქმნა.  ამ ეტაპზე ქსელი მოიცავს 67 ქვეყნიდან ასზე მეტ უნივერსიტეტს. ბოლო  ათწლეულის  მანძილზე MOC-ის აფილირებულმა უნივერსიტეტებმა 64 000  სტუდენტს 1838 კურსი შესთავაზეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *