2019 წლის 9 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის თათია დოლიძის ხელმძღვანელობით, სტუდენტთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესის ფარგლებში, სამართლის პროგრამის სტუდენტებმა რეალური სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.
პროცესს ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი იოსებ კელენჯერიძე, დეკანის მოადგილე კახაბერ გოშაძე და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ კერძაია.
იმიტირებული პროცესი სისხლის სამართლის კურსის შეფასების ერთ–ერთი კომპონენტია, რომელიც სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებასა და მომავალი იურისტების რეალურ პრაქტიკასთან დაახლოებას ემსახურება.