2019 წლის 6-7 იანვარს, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ევროპის უნივერსიტეტმა კახეთის რეგიონში მცხოვრებ 160 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა. ამ მიზნით, უნივერსიტეტის რექტორი, ლაშა კანდელაკიშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები კახეთის რამდენიმე სოფელს ესტუმრნენ და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს. ევროპის უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
ევროპის უნივერსიტეტმა 160 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა
06
Jan