2018 წლის 25 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ლაშა ჩახვაძე ერაზმუს+ პროგრამასთან და ორმხრივ ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სიდლიცას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დობროვა გორნიცას უნივერსიტეტსა და ვროცლავის უნივერსიტეტში. აღნიშნულ პოლონურ უნივერსიტეტებთან უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ორმხრივი და ერაზმუს+ ფარგლებში თანამშრომლობის ხელშეკრულებები.
სიდლიცას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დობროვა გორნიცას უნივერსიტეტში უკვე მოხდა პერსონალის გაცვლა ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში. ასევე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი სწავლობს დობროვა გორნიცაში. ამ უკანასკნელთან ასევე მიმდინარეობს მუშაობა მეორე ევროპულ დიპლომთან დაკავშირებით.