2018 წლის 8 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში ორგანიზაცია პერსპექტივას (Perspektive) ორგანიზებით, გაიმართა გერმანიის დასაქმების სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია უცხოელი სტუდენტების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არდადეგების პერიოდში დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ასორმოცდაათამდე სტუდენტი და დაინტერესებული პირი ესწრებოდა. აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. პროექტში მოხვედრის აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონა, სასწავლებელში არდადეგებისა და გერმანიაში სამუშაო პერიოდის თანხვედრა და გერმანული ენის მინიმუმ A2 საფეხურზე ფლობა. ორგანიზაცია პერსპექტივა უკვე რამდენიმე წელია ჩართულია ამ პროექტში, რომლის დახმარებით უამრავი სტუდენტი დასაქმდა.
ევროპის უნივერსიტეტში ორგანიზაცია “პერსპექტივამ” გამართა გერმანიის დასაქმების სამინსტროს პროექტის პრეზენტაცია
08
Dec