2018 წლის 7 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში მარჯანიშვილის თეატრის გამოჩენილი მსახიობის, სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის 65 წლიანი სასცენო მოღვაწეობის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ლეო ანთაძემ გამართა მონო-სპექტაკლი, რომელშიც წარმოდგენილი იყო რამდენიმე თეატრალიზებული ეპიზოდი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან, ასევე, ვაჟა-ფშაველას “ბახტრიონიდან”და დავით კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალიდან”.