2017 წლის 6 ნოემბერს, ახალგაზრდული ორგანიზაცია – AISEC და ევროპის უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსგააფორმებენ, რომლის მეშვეობითაც უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვაპროექტში ჩართვას შეძლებენ. კერძოდ, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ორგანიზაციის ისეთ პროგრამებში მიიღებენმონაწილეობას, რომლებიც მათ თავიანთი პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებაში დაეხმარება იმისთვის, რომსაზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეძლონ.
აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ ევროპის უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა 6 ნოემბერს, 13 საათზე, აუდიტორიაშიგაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, AISEC თავისი პროექტების შესახებ პრეზენტაციას გამართავს და უნივერსიტეტისწარმომადგენლებთან ერთად, მემორანდუმის შინაარსზეც ისაუბრებს.
ორგანიზაცია AISEC საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და ყოველწლიურად 30 000-მდე პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებსშესაძლებლობას აძლევს პროფესიული გამოცდილება ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში მიიღონ. ორგანიზაცია 72 000 წევრს აერთიანებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ პროექტებს უწევენ ორგანიზებას. AISEC-ის პროექტებში მონაწილეობა ნებისმიერახალგაზრდას შეუძლია, რომლის ასაკი 18-დან 30 წლამდეა.