მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-17 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე აბსტრაქტების მიღება დაიწყო

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი მე-17  სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2024 წლის 19 დეკემბერს ჩატარდება.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 400-დან 500 სიტყვამდე შესრულებული აბსტრაქტი.

აბსტრაქტის წარდგენა/გამოგზავნა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ ორკაციან ჯგუფში.

აბსტრაქტების მომზადებაში სტუდენტების კონსულტაციის მიზნით დაგეგმილია ორი სამუშაო შეხვედრა:

  • “როგორ დავგეგმოთ სამეცნიერო კვლევა” – 2024 წლის 17 ოქტომბერი
  • “როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო მასალები” –  2024 წლის 28 ნოემბერი

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 8 დეკემბერი.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის გზამკვლევში.

კონფერენციის მასალები უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: studentconference@eu.edu.ge

სათაურის ველში მიუთითეთ – სტუდენტური კონფერენცია 2024

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: studentconference@eu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *