15 ოქტომბერს “ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე “სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის წესები და პროცედურები“ გაიმართა.
ლექციას საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში “აგვისტოს ომის” საქმეზე, “ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი ლევან მესხორაძე უძღვებოდა.
საჯარო ლექციის ფარგლებში, ლევან მესხორაძემ მიმოიხილა კონკრეტული წესები და პროცედურები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარმატებულად წარსადგენად, ვინაიდან, ოფიციალური მონაცემებით, საჩივრების უმრავლესობა ევროსასამართლოს მიერ სწორედ ხარვეზების არსებობის გამო არ განიხილება.
შეხვედრას სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.