მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებენ მონაწილეობას და მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტს დაესწრებიან

“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები – ანა ენუქიძე და ჯანის ხანი ბერლინის აკონის უნივერსიტეტში იმყოფებიან, სადაც 12-13 ოქტომბერს საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებენ მონაწილეობას და კვლევაზე დაფუძნებულ სამეცნიერო მოხსენებებს წარადგენენ.

სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ 13-15 ოქტომბერს მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტს დაესწრონ.

პროექტის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების მგზავრობის და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად დაფინანსდა გერმანული მხარის მიერ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *