სხვა სიახლეები

კონკურსი სტუდენტებისთვის “ევროპის უნივერსიტეტის” საგანმანათლებლო პროგრამების კომიტეტში გასაწევრიანებლად

„ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს გთავაზობთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ თქვენივე უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო, ფსიქოლოგიის საბაკალავრო, სამართლის საბაკალავრო , ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო, მენეჯმენტისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კომიტეტების შეხვედრებში.

ეს არის შესაძლებლობა განვითარდეთ პირადად და დაეხმაროთ უნივერსიტეტს თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

ფუნქციამოვალეობები:

  • მონაწილეობა მიიღოს ზემოთ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებში;
  • მონაწილეობა მიიღოს დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებში მის მიერ აღებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით;
  • ხელი შეუწყოს პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისი პროგრამის სტუდენტებისათვის გაზიარებას;
  • საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის დროს მონაწილეობა მიიღოს ექსპერტებთან შეხვედრების პროცესში (საჭიროების შემთხვევაში).

მოთხოვნები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება, GPA მინიმუმ 2.6;
  • MS Office (Word კარგი, Excel კარგი);
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 (სასურველია).

კონკურსის დეტალები:

  1. კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადები: 2024 წლის 10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით;
  2. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (მისთვის სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: qualityservice@eu.edu.ge;
  3. კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;
  4. კონკურსის მეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (კომისიის შემადგენლობა: ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროგრამის ხელმძღვანელი). გასაუბრების კრიტერიუმები: ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა), პასუხების დამაჯერებლობა (3 ქულა), მოტივაცია (3 ქულა), ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა), შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა), ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა). შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის გამოთვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;
  5. სტუდენტი ზემოაღნიშნულ ფუნქციამოვალეობებს ასრულებს სტუდენტის აქტიური სტატუსის არსებობის პერიოდში;
  6. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტისთვის შეირჩევა თითო სტუდენტი.

კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: (შესაბამისი პროგრამის) საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *