“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსებისა და აუდიტის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აკადემიური ნიშნით შემდეგი მიმართულებებით:
ფინანსების მიმართულება (აკადემიური ნიშნით) (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი):
- ერთი პროფესორის ვაკანსია;
- ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია;
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ე) სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ე) სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ მიმაგრებული ფაილების სახით);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ე) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
ვ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა–შეფასება.
- მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 8 ოქტომბრიდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 8 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 21 ნოემბრისა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 28 ნოემბრისა;
- კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2024 წლის 2 დეკემბრისა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 3 დეკემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171