“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის 18 საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს, რომლებმაც 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრში ყველა სასწავლო კურსში მიიღეს A შეფასება, სტიპენდია დაენიშნათ.
აღნიშნული სტუდენტებიდან 15 დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის, 2 დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის, ხოლო 1 ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია.
სტუდენტები სტიპენდიას ყოველთვიურად, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე (5 თვის ვადით), მიიღებენ.